დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გაეროს 1961 წლის 30 აგვისტოს „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ა. ბარამიძის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 290 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016681 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №290
2014 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
გაეროს 1961 წლის 30 აგვისტოს „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ა. ბარამიძის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 და მე-2 პუნქტების და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს გაეროს 1961 წლის 30 აგვისტოს „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ კონვენცია.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ კონვენციაზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები