დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში მდინარე ბდღვიორას კალაპოტში განვითარებული სელური მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 945 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 15/07/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №945
2010 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში მდინარე ბდღვიორას კალაპოტში განვითარებული სელური მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ
მიმდინარე წლის ივნისის თვეში ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში მდინარე ბდღვიორას კალაპოტში განვითარებული სელური მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებათა ჩატარების მიზნით:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ადგილზე შეისწავლოს და უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს წინადადება მდინარე ბდღვიორას კალაპოტის სარეგულაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ.
2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დასკვნის საფუძველზე, 2010-2011 წლებში უზრუნველყოს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში მდინარე ბდღვიორას კალაპოტში განვითარებული სელური მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარება;
ბ) 2010 წელს განსახორციელებელი მომსახურების შესყიდვის დაფინანსება უზრუნველყოს „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მოვლა-შენახვის ხარჯების“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი: 25 04 01 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან;
გ) სამუშაოების დროულად დაწყების მიზნით პარალელურ რეჟიმში ჩაატაროს საპროექტო და აღდგენითი სამუშაოები. აღდგენითი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით, განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
დ) მიმდინარე წელს განსახორციელებელი ზემოაღნიშნული მომსახურების შესყიდვისათვის დამატებითი თანხების საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს დამატებითი ასიგნებების გამოყოფის თაობაზე.
3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების დროს გაითვალისწინონ შესაბამისი დაფინანსება ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში მდინარე ბდღვიორას კალაპოტში განვითარებული სელური მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებათა ჩატარებისათვის.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები