სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 938
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 15/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
938
15/07/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 15/07/2010
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №938

2010 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად და „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულების გათვალისწინებით დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (2010 წლის 13 ივლისის №16/2231) თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით შემდეგი უძრავი ქონების გადაცემის შესახებ:

ა) ქ. ბათუმში,  დავით აღმაშენებლის ქ. №19ა-ში მდებარე I სართულის 192.60 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული  მიწის  ნაკვეთი  (საკადასტრო  კოდი №05.05.10.013.01.512);

ბ) ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ. №7-ში მდებარე 71.50 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №05.04.08.024.01.500); 

გ) ქ. ბათუმში, ხახულის ქ. №39-ში მდებარე შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 539.29 კვ.მ და მასზე დამაგრებული 2687 კვ.მ  მიწის  ნაკვეთი  (საკადასტრო კოდი №05.32.01.401).

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                    ნ. გილაური