„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 3 ივნისის N100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 3 ივნისის N100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 25/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.025.016135
18
25/02/2014
ვებგვერდი, 28/02/2014
010320000.22.025.016135
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 3 ივნისის N100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №18

2014 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 3 ივნისის №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 3 ივნისის №100 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 04/06/2013წ., 010320000.22.025.016108) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო - მთავარი სპეციალისტის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

 ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება ენერგეტიკის სფეროში;

ბ) ენერგეტიკის  სფეროში მუშაობის არანაკლებ  2-წლიანი გამოცდილება;

გ) ქვეყნის ძირითადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ცოდნა;

დ) ინგლისური ენის  ცოდნა -  კარგად; 

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook), Internet-ის,  „Auto Cad“-ისა და „Arc Gis“-ის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;

ვ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ - საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილების, „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილების, „ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №342 დადგენილების, „ტექნიკური რეგლამენტი - ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №434 დადგენილების, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30  აგვისტოს №77 ბრძანების ცოდნა.

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ  დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიის წყაროების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო - მთავარი სპეციალისტის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება ენერგეტიკის სფეროში;

ბ) ენერგეტიკის  სფეროში მუშაობის არანაკლებ  2-წლიანი გამოცდილება;

გ) ქვეყნის ძირითადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ცოდნა;

დ) ინგლისური ენის  ცოდნა-  კარგად; 

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და Internet-ის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;

ვ) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ - საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილების, „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილების, „ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №342 დადგენილების, „ტექნიკური რეგლამენტი - ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №434 დადგენილების, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30  აგვისტოს №77 ბრძანების ცოდნა.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე