დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „კავკასიის საინვესტიციო ალიანსის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 917 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 09/07/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №917
2010 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
შპს „ კავკასიის საინვესტიციო ალიანსის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ
1. „ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, ფოთის საბაჟო ტერმინალის მშენებლობის მაქსიმალურად მოკლე ვადაში დასრულების მიზნით შპს „ კავკასიის საინვესტიციო ალიანსი“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვით და სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელძველი სენაკის ტერიტორიაზე განახორციელოს 102 900 (ას ორი ათას ცხრაასი) მ3 ინერტული მასალის მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| N | X | Y |
| 1 | 265192 | 4685514 |
| 2 | 265127 | 4685428 |
| 3 | 265015 | 4685512 |
| 4 | 265064 | 4685747 |
| 5 | 265118 | 4685869 |
| 6 | 265213 | 4685903 |
| 7 | 265419 | 4685983 |
| 8 | 265353 | 4685798 |
| 9 | 265272 | 4685724 |
| 10 | 265263 | 4685622 |
| S = 10,29 ჰა. | ||
2. შპს „ კავკასიის საინვესტიციო ალიანსმა“ უზრუნველყოს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული პირობების შესრულება.
3. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაცია, რომ შპს „ კავკასიის საინვესტიციო ალიანსი“ დადგენილი წესით უზრუნველყოფს 17 896 (ჩვიდმეტი ათას რვაას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარის გადახდას.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები