დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში გაცემული სესხების გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე აღსრულების საფასურის გადახდის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 274 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016665 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №274
2014 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში გაცემული სესხების გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე აღსრულების საფასურის გადახდის თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ პროგრამით გაცემული სესხების გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, აღსრულების საფასურის გადახდა განახორციელოს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი – 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები