დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)- სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ფოთი-გრიგოლეთის და გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთების მშენებლობისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 270 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016661 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №270
2014 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)- სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ფოთი-გრიგოლეთის და გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთების მშენებლობისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ფოთი-გრიგოლეთის და გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთების მშენებლობისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების შესახებ.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართოს ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის რეაბილიტაციის ნაცვლად, ფოთი-გრიგოლეთის და გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთების მშენებლობისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების EIB-ის დაფინანსებით მიმდინარე „საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი-A“ პროექტის ფარგლებში დაფინანსებასთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები