თბილისის შემოსავლელი გზის მე-9 კილომეტრსა და თბილისი (გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე სტიქიის შედეგად დაზიანებული სახიდე გადასასვლელების აღდგენის შესახებ

  • Word
თბილისის შემოსავლელი გზის მე-9 კილომეტრსა და თბილისი (გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე სტიქიის შედეგად დაზიანებული სახიდე გადასასვლელების აღდგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 871
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 03/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
871
03/07/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 03/07/2010
000000000.00(0).000.000000
თბილისის შემოსავლელი გზის მე-9 კილომეტრსა და თბილისი (გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე სტიქიის შედეგად დაზიანებული სახიდე გადასასვლელების აღდგენის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 871

2010 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

თბილისის შემოსავლელი გზის მე-9 კილომეტრსა და თბილისი (გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე სტიქიის შედეგად დაზიანებული სახიდე გადასასვლელების აღდგენის შესახებ

თბილისის შემოსავლელი გზის მე-9 კილომეტრსა და თბილისი (გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე სტიქიის შედეგად დაზიანებული სახიდე გადასასვლელების აღდგენის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:

ა) 2010 წელს უზრუნველყოს თბილისის შემოსავლელი გზის მე-9 კილომეტრსა და თბილისი (გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე სტიქიის შედეგად დაზიანებული სახიდე გადასასვლელების აღდგენა;

ბ) სამუშაოების დროულად დაწყების მიზნით, პარალელურ რეჟიმში ჩაატაროს საპროექტო და აღდგენითი სამუშაოები. აღდგენითი სამუშაოების შესყიდვა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით, განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად;

გ) ზემოაღნიშნული სამუშაოების დაფინანსება განახორციელოს საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და პრევენციის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 04 01 02 09) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

დ) ზემოაღნიშნული აღდგენითი სამუშაოების შესყიდვისათვის დამატებითი თანხის საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს დამატებითი ასიგნებების გამოყოფის თაობაზე.

პრემიერ-მინისტრი                     ნ. გილაური