სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და მდინარე ენგურზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 857
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 03/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
857
03/07/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 03/07/2010
000000000.00(0).000.000000
სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და მდინარე ენგურზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 857

2010 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და მდინარე ენგურზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

ქვეყნისათვის განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57 დადგენილების 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციისა და თანდართული ტექნიკური დასკვნების საფუძველზე, გასცეს სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და მდინარე ენგურზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობის ნებართვა გამარტივებული წესით და განახორციელოს აღნიშნული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება.

პრემიერ-მინისტრი                    ნ . გილაური