დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 855 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 03/07/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №855
2010 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი – 34 06) მიმართოს 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარი ქალაქ თბილისში, ჭიჭინაძის ქ. № 9-ში მდებარე სს „ ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული შენობის შესყიდვისათვის, შემდგომში მასში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართობის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემა.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები