იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად ჩასახლების ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად ჩასახლების ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 851
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 03/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
851
03/07/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 03/07/2010
000000000.00(0).000.000000
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად ჩასახლების ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 851

2010 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად ჩასახლების ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი – 34 04) 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი მიმართოს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად ჩასახლების ობიექტების რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საპროექტო, საექსპერტო მომსახურებათა და დეფექტური აქტების შედგენის ხარჯების ასანაზღაურებლად.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებისათვის საჭირო მომსახურებათა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                  ნ. გილაური