დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 850 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 03/07/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №850
2010 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდები: 34 04 და 36 06) განახორციელოს 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებულ, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ორგანიზებულად განსახლებულ ოჯახთა მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა (ქალაქებში: თბილისში, რუსთავსა და გორში) და წყლის საფასურის ანაზღაურება შესაბამისი კომპანიის მიერ წარდგენილი სიის მიხედვით, ფაქტობრივი დანახარჯის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები