ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობის (აბონენტების) მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების შესახებ

  • Word
ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობის (აბონენტების) მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 826
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 23/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
826
23/06/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 23/06/2010
000000000.00(0).000.000000
ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობის (აბონენტების) მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №826

2010 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობის (აბონენტების) მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების შესახებ

1. ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვ­­რები მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ანაზ­ღაურდეს მათ მიერ 2010 წლის 16 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით მოხმა­რე­ბუ­ლი ბუნებრივი აირის საფასური შესაბამისი გაზის სადის­ტრი­ბუციო კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.

 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღო­ნისძიების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამი­ნის­­ტრომ „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთა­ვ­­რო­ბის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამი­ნის­ტროს გამოუყოს 184 333 (ას ოთხმოცდაოთხი ათას სამას ოც­და­ცამეტი) ლა­რი.

 3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ გაზის სადისტრი­ბუ­ციო კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე უზ­რუნ­ველყოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და კომპანიი­სათვის 184 333 (ას ოთხმოცდაოთხი ათას სამას ოცდაცამეტი) ლარის გადარიცხვა.

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური