დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 მარტის №17 დადგენილებაში ცვლილებეის შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.108.016140 |
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ და „შ“ ქვეპუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 მარტის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/04/2012, სარეგისტრაციო კოდი: 200130000.35.108.016096) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანათი №1-ის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:
„გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ნაყოფიერი ფენაც სანახევროდ ან მეტადაა დაზიანებული სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) შედეგად, რაც დასტურდება სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული ცნობით; დ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად, რაც დასტურდება სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული ცნობით.“. |
2.
დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები