დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის მიერ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენისა და ამ კანონპროექტზე კ. ბაინდურაშვილისა და ი. სირაძის მომხსენებლებად დანიშვნის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 766 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 14/06/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №766
2010 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის მიერ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენისა და ამ კანონპროექტზე კ. ბაინდურაშვილისა და ი. სირაძის მომხსენებლებად დანიშვნის თაობაზე
საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად:
1. მოწონებულ იქნეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.
2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული კანონპროექტი განიხილოს რიგგარეშე.
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი სირაძე.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები