საქართველოს მთავრობის მიერ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენისა და ამ კანონპროექტებზე კ. ბაინდურაშვილისა და ი. სირაძის მომხსენებლებად დანიშვნის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 765
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 14/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
765
14/06/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 14/06/2010
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის მიერ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენისა და ამ კანონპროექტებზე კ. ბაინდურაშვილისა და ი. სირაძის მომხსენებლებად დანიშვნის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 765

2010 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის მიერ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენისა და ამ კანონპროექტებზე კ. ბაინდურაშვილისა და ი. სირაძის მომხსენებლებად დანიშვნის თაობაზე

საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად:

1. მოწონებულ იქნეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი, განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული კანონპროექტები განიხილოს რიგგარეშე.

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ საქართველოს კანონის პროექტზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი სირაძე.

პრემიერ-მინისტრი            ნ . გილაური