დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რაგბის კავშირისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 763 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 10/06/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №763
2010 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს რაგბის კავშირისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის № 247 დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რომ საქართველოს რაგბის კავშირს უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. ფოთში, 8 მარტის ქ. №38-ში მდებარე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №04.02.09.580) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 36 288 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა 657,5 კვ.მ განაშენიანების ფართობითა და №2 შენობა-ნაგებობა 363,6 კვ.მ განაშენიანების ფართობით, მისი არსებობის ვადით.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები