საქართველოს რაგბის კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
საქართველოს რაგბის კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 762
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 10/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
762
02/06/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 10/06/2010
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რაგბის კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 762

2010 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს რაგბის კავშირის თვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №247 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რომ საქართველოს რაგბის კავშირს უსასყიდლო აღნაგობის ფორმით, 59 წლის ვადით გადასცეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული №1, №2 შენობა-ნაგებობა და მათზე დამაგრებული 36 984 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №81.10.09.354).

2. უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემა განხორციელდეს შემდეგი პირობით – ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე სათამაშო და სავარჯიშო/მოედნების მოწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით (ტრიბუნა, გასახდელები, საშხაპეები, სამედიცინო მომსახურების ცენტრი) და პროფილის მუდმივად შენარჩუნება, შენობა-ნაგებობების აშენება და აღნაგობის ვადის დასრულების შემდგომ სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირისათვის უსასყიდლო აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

პრემიერ-მინისტრი                     ნ. გილაური