„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე სასამართლო დავებზე სახელმწიფოს წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ

  • Word
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე სასამართლო დავებზე სახელმწიფოს წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 673
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 02/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
673
02/06/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 02/06/2010
000000000.00(0).000.000000
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე სასამართლო დავებზე სახელმწიფოს წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 673

2010 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარე სასამართლო დავებზე სახელმწიფოს წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ

1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

ა) საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სასამართლო დავებზე სახელმწიფოს წარმომადგენლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, გარდა ამ პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებიდან გამომდინარე, სასამართლო დავებზე სახელმწიფოს წარმომადგენლად დაინიშნოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარე სასამართლო დავებზე სახელმწიფოს წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №77 განკარგულება.

პრემიერ-მინისტრი             ნ. გილაური