საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლის მიზნით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

  • Word
საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლის მიზნით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 668
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 02/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
668
02/06/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 02/06/2010
000000000.00(0).000.000000
საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლის მიზნით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 668

2010 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლის მიზნით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის საფი­ნანსო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შესაძლებ­ლო­ბების შესწავლის მიზნით:

1. შეიქმნას საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების შემსწავლელი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუ­ფი (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი) შემდეგი შემადგენ­ლო­ბით:

დავით ტყეშელაშვილი საქართველოს რეგიონული განვი­თარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი  – სამუშაო ჯგუფის ხელ­მძღვა­ნე­ლი

ლაშა გოცირიძე საქართველოს რეგიონული განვი­თა­რებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

ზურაბ ალავიძე საქართველოს ეკონომიკური გან­ვი­თარების მინისტრის მოადგილე

ოთარ ნადარაია საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი

ზურაბ ბრეგვაძე საქართველოს ფინანსთა სამინის­ტ­როს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოად­გილე.

2. სამუშაო ჯგუფმა უზრუნველყოს  საქართველოსა და პო­ლონეთის რესპუბლიკას შორის საფინანსო-ეკონომიკურ სფე­როში თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლა.

3. ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკო­ნომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბი­უ­ჯეტო კომიტეტებს საქართველოსა და პოლონეთის რესპუბ­ლიკას შორის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომ­ლობის შესაძლებლობების შემსწავლელი უწყებათაშორისი სა­მუშაო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობის მიღება.

პრემიერ-მინისტრი                     ნ. გილაური