დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 3 სექტემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 247 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი |
| მიღების თარიღი | 26/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040190000.35.123.016199 |
|
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 3 სექტემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 3 სექტემბრის №37 დადგენილებაში /სსმ matsne@justice.gov.ge 20.09.2010, 040190000.35.123.000749/ და მე–2 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გამყიდველი, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებისა და გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის გამოქვეყნებას ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება“.
„5. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონის შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია გამოაქვეყნოს ადგილობრივ და ისეთ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც გამოიცემა არანაკლებ კვირაში ხუთჯერ და ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ამ მუხლის მე–3 პუნქტში გათვალისწინებული ვადების დაცვით“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები