დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2009 წლის სექტემბერში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების მიზნით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 12 იანვრის №11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 664 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 02/06/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №664
2010 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
„ 2009 წლის სექტემბერში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების მიზნით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 12 იანვრის №11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „2009 წლის სექტემბერში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების მიზნით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 12 იანვრის №11 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2009 წლის სექტემბერში ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ტყიბულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული მუდმივად მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახლებისა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების აღდგენა-რეაბილიტაციის, საპროექტო-საძიებო, ექსპერტიზისა და საზედამხედველო სამუშაოების განსახორციელებლად „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები