დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „მიროს“, ინდივიდუალური მეწარმე „გურამ გაზდელიანის“, ინდივიდუალური მეწარმე „სოსო ლიპარტელიანის“ და შპს „საგზაო 2000“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 660 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/05/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 25/05/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №660
2010 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
შპს „მიროს“, ინდივიდუალური მეწარმე „გურამ გაზდელიანის“, ინდივიდუალური მეწარმე „სოსო ლიპარტელიანის“ და შპს „საგზაო 2000“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტში ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების მიზნით შპს „მირო“, ინდივიდუალური მეწარმე „გურამ გაზდელიანი“, ინდივიდუალური მეწარმე „სოსო ლიპარტელიანი“ და შპს „საგზაო 2000“ გათავისუფლდნენ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და განახორციელონ დაბა ლენტეხის მიმდებარე ტერიტორიაზე მდ. დევაშის ხეობის მარცხენა ფერდზე 7200 მ3 ინერტული მასალის მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში და შესაბამისი ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობისა და დანიშნულების მიხედვით:
![]() |
ა) შპს „ მირო“ – 1800 მ3 ინერტული მასალის მოპოვება დაბა ლენტეხში ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებისათვის;
ბ) ინდივიდუალური მეწარმე „გურამ გაზდელიანი“ – 1700 მ3 ინერტული მასალის მოპოვება სოფ. წანაში ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებისათვის;
გ) ინდივიდუალური მეწარმე „ სოსო ლიპარტელიანი“ – 1500 მ3 ინერტული მასალის მოპოვება სოფ. ლესემის ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულებისათვის;
დ) შპს „ საგზაო 2000“ – 2200 მ3 ინერტული მასალის მოპოვება დაბა ლენტეხში ჭავჭავაძის ქუჩაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულებისათვის.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები