სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 658
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 25/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
658
25/05/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 25/05/2010
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 658

2010 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, 2010 წლის 24 მაისი, №16/1672 წერილი) ბოლნისის მუნიციპალიტეტისათვის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ:

 

მისამართი

დასახელება

მიწის ფართობი (კვ.მ)

შენობა-ნაგებობის ფართობი (კვ.მ)

რეგისტრაციის №

1

ბოლნისის მუნიციპალიტეტი, დაბა კაზრეთი

შენობა-ნაგებობა

493

213,1 (განაშენიანების ფართობი)

80.14.64.022

2

ქ. ბოლნისი,

 გოგებაშვილის

 ქ. №26

შენობა-ნაგებობა

1956

346,4 (განაშენიანების ფართობი)

80.06.62.061

 

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება განკარგულების შესრულების მიზნით.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური