„კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა და მიმდებარე ტერიტორიების მენეჯმენტის საკითხთა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 ივლისის №508 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა და მიმდებარე ტერიტორიების მენეჯმენტის საკითხთა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 ივლისის №508 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 242
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 23/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
242
23/02/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 23/02/2010
000000000.00.00.000000
„კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა და მიმდებარე ტერიტორიების მენეჯმენტის საკითხთა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 ივლისის №508 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 242

2010 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა და მიმდებარე ტერიტორიების მენეჯმენტის საკითხთა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 ივლისის 508 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგ­ლებისა და მიმდებარე ტერიტორიების მენეჯმენტის საკითხთა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქარ­თვე­ლოს მთავრობის 2009 წლის 14 ივლისის 508 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქ­ციით:

საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის სამთავრობო კომი­სიის შექმნის შესახებ ;

ბ) განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში მსოფლიო კულტუ­რული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის დანერ­გვის ხელშეწყობის, ამ მიმართულებით სხვადასხვა სახელმწიფო უწყე­ბებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების, საქართველოს მსოფ­ლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის, წარ­­მოჩენისა და ახალი ნომინაციების მომზადების სტრატეგიისა და სამოქმედო პროგრამების შემუშავების მიზნით, შეიქმნას სა­ქარ­თველოს მსოფლიო მემკვიდრეობის სამთავრობო კომისია შემ­დეგი შემადგენლობით:

 

ნიკოლოზ რურუა

 

საქართველოს კულტურის, ძეგლთა და­ც­ვისა და სპორტის მინისტრი, კომი­სიის თავმჯდომარე

კახა ბაინდურაშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გრიგოლ ვაშაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მი­ნისტრი, საქართველოს იუნესკოს საქ­მეთა ეროვნული კომისიის პრეზიდენტი

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი

 

სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი

ლაშა მაქაცარია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერი­ტო­რიულ ერთეულებში (ბაღდათის, ვა­ნის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამ­ტრე­­­დიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალ­ტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხო­ნის მუნიციპალიტეტები და ქალაქი ქუთაისი) სახელმწიფო რწმუნებუ­ლი – გუბერნატორი 

ზურაბ პოლოლიკაშვილი

საქართველოს ეკონომიკური განვითა­რე­ბის მინისტრი

დავით ტყეშელაშვილი

 

საქართველოს რეგიონული განვითარე­ბისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

გიორგი ჩალაძე

 

საქართველოს კულტურის, ძეგლთა და­ცვისა და სპორტის მინისტრის მო­ად­გილე

ცეზარ ჩოჩელი

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერი­ტო­რიულ ერთეულებში (დუშეთის, თი­ა­­­ნე­თის, მცხეთისა და ყაზბეგის მუ­ნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუ­ნე­ბუ­ლი – გუ­ბერნატორი 

გიორგი ხაჩიძე

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

 

2. ეთხოვოს საქართველოს საპატრიარქოს კანდიდატურის წარ­მოდგენა სამთავრობო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.

3. კომისიის მუშაობის ეფექტიანად წარმართვის, განსახილ­ველი მასალების მომზადებისა და შემდგომი კოორდინაციის მიზ­ნით კომისიის მიერ იქმნება სამუშაო ჯგუფი ზემოაღნიშნული უწყებე­ბის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი ეპარქიე­ბის წარმომადგენელთა მონაწილეობით. .

 პრემიერ-მინისტრი                                                                                ნ. გილაური