დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140130.35.139.016114 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/02/2014 - 20/06/2014)
|
„სახელმწიფო ქონების” შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, “სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის" თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი №1 დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქ. ბორჯომის ტერიტორიის ზონირება, დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 თებერვლის №7 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
|
1.
ქ. ბორჯომის ტერიტრიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების შესაბამისად სამი ზონის მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG X ITL X C X K, სადაც: |
ა)
CN _ არის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; |
ბ)
IMG - არის ქ. ბორჯომის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,55-ს; |
გ)
ITL _ არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ცენტრალური ზონისათვის უდრის 1,3-ს, შუალედური ზონისთვის 1,0-ს, ხოლო პერიფერიული ზონისთვის 0,7-ს; |
დ)
C _ არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; |
ე)
K _ არის მიწის ნორმტიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 100-ს; |
2.
პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ბორჯომში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მ. მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:
|
3.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში (გარდა სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებულისა) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ.-ს ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის შუალედური ზონისთვის დადგენილი მაჩვენებლის 30%-ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 3.96 ლარს. |
4.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბებში (გარდა სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებულისა) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ. -ს ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის შუალედური ზონისთვის დადგენილი მაჩვენებლის 50%-ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 6.6 ლარს. |
5.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში (გარდა სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებულისა) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ ს ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 50%-ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 6.6 ლარს. |
6.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებათა არეალებში გამავალი “საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27.05 №287 ბრძანებულებით განსაზღვრული საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის, ბორჯომი-ტბა-ცემის და წაღვერი-ტიმოთესუბანი-ტაძარის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ს ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 50%-ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 6.6 ლარს; |
7.
სარეკრეაციო ტერიტორიებისთვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ. ს ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის შუალედური ზონისთვის დადგენილი მაჩვენებლის ორმაგი ოდენობით და შეაბამისად შეადგენს 26.40 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დანართის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 მუხლებით დადგენილი წესი.
|
ქ. ბორჯომის ტერიტორიის ზონირება
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები