დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის დამტკიცებულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 603 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/05/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 18/05/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №603
2010 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის დამტკიცებულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებულ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზაციულ კლასიფიკაციას დაამატოს ორგანიზაციული კოდი „25 05 04 15 _ რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი II“ და განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები