სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 597
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 18/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
597
18/05/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 18/05/2010
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 597

2010 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

 1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს 687 ბრძანებულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2010 წლის 17 მაისის 16/1586 წერილი), ბორჯომის რაიონში, სოფელ ციხისჯვარში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 363 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 2710 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 64.29.04.023) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

 2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური