დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 585 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/05/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 11/05/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №585
2010 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ
„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, სამტრედიაში, სოფ. ილორისა და სოფ. ხუჯულაურის ტერიტორიაზე, სარკინიგზო ჩიხის ვაკისის გასწვრივ სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების ტექნოგენურ დანაგროვებზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები