დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში-მესტიის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოთა შესრულების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის №212 განკარგულების საფუძველზე მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 173 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 19/02/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №173
2010 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
„ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში-მესტიის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოთა შესრულების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის №212 განკარგულების საფუძველზე მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირების თაობაზე
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში-მესტიის დაზიანებული მონაკვეთის ცემენტობეტონის საფარით რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოთა შესრულების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:
ა) უზრუნველყოს „ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში-მესტიის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოთა შესრულების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის №212 განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება, სადაც გაითვალისწინოს ცემენტობეტონის საფარის მოწყობა;
ბ) აღნიშნული მომსახურების დაფინანსება განახორციელოს „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების პერიოდული შეკეთების და რეაბილიტაციის“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 04 01 02 01) განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები