დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქვედა სიმონეთი-ნავენახევის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 170 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 19/02/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №170
2010 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
ქვედა სიმონეთი-ნავენახევის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტში არსებული ქვედა სიმონეთი-ნავენახევის საავტომობილო გზის ტექნიკური მაჩვენებლის აღდგენისა და პრაქტიკული გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:
ა) 2010-2011 წლებში უზრუნველყოს ქვედა სიმონეთი-ნავენახევის საავტომობილო გზის საპროექტო, სარეაბილიტაციო და საზედამხედველო სამუშაოების განხორციელება;
ბ) 2010 წელს დაგეგმილი სამუშაოების დაფინანსება განახორციელოს „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების პერიოდული შეკეთების და რეაბილიტაციის“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 04 01 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;
გ) მიმდინარე წელს აღნიშნული შესასრულებელი სამუშაოებისათვის დამატებითი თანხის საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს გაითვალისწინონ ქვედა სიმონეთი-ნავენახევის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო და საზედამხედველო სამუშაოთა დაფინანსებისათვის საჭირო სახსრები.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები