ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 199
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017820
199
21/02/2014
ვებგვერდი, 24/02/2014
300160070.10.003.017820
ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №199

2014 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29  დადგენილებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტექნიკური რეგლამენტი „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების (ნახევარმისაბმელების) ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (შემდგომში – ECMT-ს) კვოტების სისტემაში გამოყენებისათვის „EURO 3 უსაფრთხო“, „EURO 4 უსაფრთხო“, „EURO 5 უსაფრთხო“, „EEV უსაფრთხო“ და „EURO 6 უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის, მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ტექნიკურ უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის, ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT-ს სერტიფიკატების გამცემ ორგანოებს, სერტიფიკატის გაცემის, გამოცვლის, გაუქმების, გამოყენების პირობებს.

 2. 2006 წლიდან ამ წესის ამოქმედებამდე, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული  ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT-ს სერტიფიკატები ინარჩუნებენ ძალას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იცვლება მათში მითითებული ხმაურისა და გამონაბოლქვის საბაზისო მონაცემები, კერძოდ, ინარჩუნებენ ძალას:

ა) ECMT-ს 2006 წლის იანვარის სახელმძღვანელოს „ECMT-ს მრავალმხრივი კვოტა“ 6A, 7A, 6B და 7B დანართების მიხედვით, 2008 წლის 31 დეკემბრამდე გაცემული „EURO III უსაფრთხო“ ან/და „EURO IV უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT-ს სერტიფიკატები;

ბ) საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის ITF/TMB/TR/MQ(2008)8/FINAL რეზოლუციის 4 დანართის მიხედვით 2008 წლის 31 დეკემბრამდე გაცემული „EURO V უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT-ს სერტიფიკატები; 

გ) საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) 2009 წლის იანვარის მომხმარებლის სახელმძღვანელოს „ECMT-ს მრავალმხრივი კვოტა“ (შემდგომში - 2009 წლის სახელმძღვანელო) №4 დანართის მიხედვით 2013 წლის 31 დეკემბრამდე გაცემული „EURO III უსაფრთხო“, „EURO IV უსაფრთხო“  ან/და „EURO V უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT-ს სერტიფიკატები.“.

 

2. პირველ მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

 

„21. 2014 წლის 1 იანვრიდან უნდა იქნეს გამოყენებული საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) 2014 წლის იანვარის მომხმარებლის სახელმძღვანელოს „ECMT-ს მრავალმხრივი კვოტა“ (შემდგომში - 2014 წლის სახელმძღვანელო) №4, №5 და №6 დანართებით  განსაზღვრული ECMT-ს სერტიფიკატების ახალი ფორმები, რომლებიც მოყვანილია წინამდებარე წესის №11, №2 და №3  დანართებში.

22. 2015 წლის 31 დეკემბრამდე „EURO III უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილისათვის გამონაკლისის სახით შეიძლება გაიცეს  2009 წლის სახელმძღვანელოს №4 დანართით განსაზღვრული სატვირთო ავტომობილის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT-ს სერტიფიკატის ფორმა, რომელიც მოყვანილია წინამდებარე წესის №1  დანართში.“.

3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

წესში გამოყენებულ ტერმინებს და ცნებებს, ამ წესის მიზნებისათვის, აქვთ  შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება – საქართველოში რეგისტრირებული ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება ან ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება/საწევარი, მისაბმელი/ნახევარმისაბმელი) შეწყვილებული კომბინაცია, რომელშიც ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება არის რეგისტრირებული საქართველოში და რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ტვირთების გადასაზიდად;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრი (შემდგომში - ტესტირების ცენტრი) – საქართველოში რეგისტრირებული საწარმო, რომელიც ახორციელებს სამუშაოებს ECMT-ს უსაფრთხოების, ტექნიკური უსაფრთხოების და გზისთვის ვარგისობის მოთხოვნებთან ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის შესატყვისობის დასადგენად და აკრედიტებულია დადგენილი წესით;

გ) განმცხადებელი – პირი, რომელიც სერტიფიკატ(ებ)ის მისაღებად მიმართავს განცხადებით სააგენტოს;

დ) ECMT – ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია – მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, დაარსებული 1953 წელს, რომლის წევრიც არის საქართველო 2000 წლის 1 ივნისიდან.  ECMT-ს მინისტრთა საბჭოს სესიაზე (დუბლინი, 2006 წლის 17-18 მაისი) მიღებული დეკლარაციის შესაბამისად, ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია ტრანსფორმირებულ იქნა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმად (შემდგომში – ITF);

ე) ECMT კვოტა - ECMT-ს წევრი ქვეყნისათვის ყოველწლიურად გამოყოფილი ნებართვების რაოდენობა. ამ კვოტის გაანგარიშების პრინციპებს განსაზღვრავს საავტომობილო ტრანსპორტის ჯგუფი და ამტკიცებენ მინისტრები;

ვ)EURO 3 უსაფრთხო“, „EURO 4 უსაფრთხო“, „EURO 5 უსაფრთხო“, „EEV  უსაფრთხო“ ან  ”EURO 6 უსაფრთხო“ სატვირთო  ავტომობილი (შემდგომში – სატვირთო ავტომობილი) – ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ტექნიკური მდგომარეობა შეესატყვისება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) შესაბამისი წესებისა და/ან ევროსაბჭოს დირექტივების  (UNECE-ს კონკრეტული წესისა და  ევროსაბჭოს დირექტივების  რეკვიზიტები მოცემულია ამ წესის №1, №11, №2 და №3 დანართებში მოყვანილ სერტიფიკატების ნიმუშებში) დებულებებით მისთვის განსაზღვრულ ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების და გზისთვის ვარგისობის მოთხოვნებს;

ზ) EEV  უსაფრთხო სატვირთო ავტომობილი – საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის დოკუმენტაციით ITF/TMB/TR/MQ(2012)1/FINAL შემოღებული სატვირთო ავტომობილის უსაფრთხოების ახალი კატეგორია  (Enhanced Environmentally Friendly Vehicles) გაუმჯობესებული, ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალება);

თ) ECMT სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სატვირთო ავტომობილის ან/და მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ტექნიკური და უსაფრთხოების მდგომარეობის შესატყვისობას UNECE-ს შესაბამისი წესებისა და/ან ევროსაბჭოს დირექტივების დებულებებით განსაზღვრულ  მოთხოვნებთან;

ი) ავტოსატრანპორტო საშუალების  ტესტირების ბარათი - დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ავტოსატრანპორტო საშუალების ტესტირების შედეგებს და დასკვნას ავტოსატრანპორტო საშუალების  გზისთვის ვარგისობის შესახებ;

კ) ფირნიში – დადგენილი წესით სრულად შევსებული და დანიშნულების ადგილზე მიკრული ფირნიშის ბლანკის A და B ნაწილები, რომლებიც გაიცემა ტესტირების ცენტრის მიერ მხოლოდ გზისთვის ვარგის ავტოსატრანპორტო საშუალებაზე, ამ კატეგორიის ავტოსატრანპორტო საშუალებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ტესტირების პერიოდულობის შესაბამისი ვადით.“.

4. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სატვირთო ავტომობილის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატს (ნიმუში ქართულ ენაზე მოცემულია №1 დანართში („EURO 3 უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილისათვის) და №11 დანართში („EURO 4 უსაფრთხო“, „EURO 5 უსაფრთხო“, „EEV  უსაფრთხო“ ან  ”EURO 6 უსაფრთხო“ სატვირთო  ავტომობილისათვის) და/ან მისაბმელის ECMT-ს ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატს (ნიმუში ქართულ ენაზე მოცემულია №2 დანართში) ავსებენ და გასცემენ  ან:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ან მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოში. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, უფლებამოსილმა წარმომადგენელმა სერტიფიკატში უნდა მიუთითოს მწარმოებლის დასახელება, რომელსაც ის წარმოადგენს;       

ბ) სააგენტო – იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არ არის ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენლობა;

გ) სააგენტო და ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ან საქართველოში მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი ერთობლივად – იმ შემთხვევაში, როცა ყველა მოწყობილობა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მისი მწარმოებლის მიერ არ არის დამონტაჟებული.“.

5. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ECMT სერტიფიკატის გაცემის თაობაზე  გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განცხადების შესაბამისად, ივსება დადგენილი ფორმის ECMT სერტიფიკატ(ებ)ი (დანართები №1, №11, №2, №3)  ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და ქართულ ენებზე (სერტიფიკატი შეიძლება იყოს შევსებული, ბეჭედდარტყმული და ხელმოწერილი ხელით ან ელექტრონულად). სერტიფიკატ(ებ)ი რეგისტრირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში (დანართი №8), ხოლო მათი  ასლები ინახება სააგენტოში. ECMT სერტიფიკატს აქვს სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც შედგება არაბული ციფრებისაგან და იგი ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში რეგისტრირებული სერტიფიკატის რიგითი ნომრის იდენტურია.“.

6. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების  ტექნიკური   მონაცემები  ან   მისი ტესტირების შედეგები არ შეესაბამება UNECE-ს შესაბამისი წესებითა და/ან ევროსაბჭოს დირექტივებით მისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს.“.

7. წესს დაემატოს  №11 დანართი („EURO 4 უსაფრთხო“, „EURO 5 უსაფრთხო“, „EEV  უსაფრთხო“ ან  ”EURO 6 უსაფრთხო“ სატვირთო  ავტომობილის „ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT-ს სერტიფიკატი“) თანდართული რედაქციით.

8. წესის  №2, №3, №5, №6 და №7 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი