დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 196 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.017814 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №280 დადგენილებაში (სსმ, №180, 2007 წელი) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ბურჭულაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ავთანდილ ძნელაძე – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ალექსანდრე მარგიშვილი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღლონტი – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნინო კობახიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე გაბრიელ წულაია – საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირების სამსახურის უფროსი გიგა უმეკაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსი გიორგი თაბუაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კურტანიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი გიორგი მიქაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სისტემური ადმინისტრატორი გიორგი ჯაფარიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი დავით ჭანკოტაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი დავით ხუციშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დეივიდას ახუნდოვი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – მომსახურების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი დიანა ჩომახაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ხამაშურიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი ვალერიან ხავთასი – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ვასილ ბიბილური – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფის და ქსელების სამმართველოს უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი ზურაბ მაღრაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჟვანია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ივანე ჯავრიშვილი – საქართველოს ეროვნული ბანკის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ინგა ნიკაგოსიანი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ირაკლი გვენეტაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი უჯმაჯურიძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ირინე ერისთავი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფისა და რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი კახაბერ გვანცელაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ლაშა ვერულავა – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი ლევან რაზმაძე – სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან კოკაია – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი მალხაზ სხირტლაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სმართ ლოჯიქის“ (Smart Logic) დირექტორი მარიამ ჯაჯანიძე – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი მერაბ გოცირიძე – საქართველოს პარლამენტის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ჯანიაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი შოთა ჩაჩხუნაშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები