დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 195 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.10.003.017808 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 30/01/2009, 100.110.000.10.003.001.219) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა საექიმო-სამედიცინო პუნქტების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებების სამედიცინო ნაწილებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების ხელმძღვანელობა, მათი საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი; პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემოწმება; დ) პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის განვითარება, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება და კონტროლი; “. 2. 182 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 182 სამედიცინო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და განვითარება ეროვნული და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად; ბ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი; გ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება და კონტროლი; დ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებსა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მყოფი პირების ამბულატორიული და სტაციონარული (გეგმური და გადაუდებელი) სამედიცინო დახმარების გაწევის ორგანიზება; ე) უწყებრივი სანიტარიული ზედამხედველობის, ეპიდსაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზება და კონტროლი, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემოწმება; ვ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებსა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მძიმე და ძნელად სადიაგნოსტიკო შემთხვევების განხილვისა და ანალიზის ორგანიზება. სამედიცინო შეცდომების, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის, ლეტალური შემთხვევების გამოვლენა, განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ზ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების საკონსულტაციო და დიაგნოსტიკური უზრუნველყოფა; თ) წინადადებების შემუშავება სამედიცინო დეპარტამენტის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებების, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მედიკამენტებით, სახარჯი მასალებით, სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით უზრუნველყოფის მიზნით; ი) ურთიერთობების დამყარება სამთავრობო, არასამთავრობო ადგილობრივ და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან, მათი მხრიდან მატერიალურ-ტექნიკური, საინფორმაციო და მეთოდური დახმარების მიღების მიზნით; კ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებების, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების თანამშრომელთა ტრენინგების, სპეციალიზაციის, დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება: ასევე, უწყების სამედიცინო მოსამსახურეთა მიერ დაკავებულ თანამდებობასთან სპეციალობის მიხედვით სახელმწიფო სერტიფიკატების შესაბამისობის კონტროლი; ლ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებსა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; მ) სამედიცინო სტატისტიკის წარმოების და ეპიდემიოლოგიური მონაცემების შეგროვების ორგანიზება; ნ) სამედიცინო ხასიათის წერილების, წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, შესაბამისი რეაგირება და შესრულების კონტროლი; ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები