„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 185
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017804
185
20/02/2014
ვებგვერდი, 21/02/2014
300160070.10.003.017804
„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №185

2014 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თევზჭერისა და თევზის მარა­გის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართვე­ლოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014,  300160070.10.003.017645) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენ­ტის:

          1. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სანაპირო თევზჭერა - არის თევზის მოპოვება შავ ზღვაში, ნა­პი­რი­დან არაუმეტეს ერთი საზღვაო მილის (1 852 მეტრი) დაშორებით. სა­ნა­პირო თევზჭერისას თევზის მოპოვება ნაპირიდან არაუმეტეს 300 მეტ­რის დაშორების მონაკვეთში შესაძლებელია ნებისმიერი, კანონმდებ­ლო­ბით ნებადართული სარეწი იარაღით, ხოლო 300 მეტრიდან ერთ საზღვაო მი­ლამდე დაშორების მონაკვეთში - პარაშუტისებრი ბადით ან 300 მეტ­რამდე სიგრძის სახლართი ტიპის ბადით. სანაპირო თევზჭერა ნებადარ­თუ­ლია მხოლოდ 8 მეტრამდე სიგრძის წყლის მცურავი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ან უამისოდ.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სამრეწველო და შიდა წყალსატევებში თევზჭერა დასაშვებია მხო­ლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ხოლო სანაპირო თევზ­ჭერა დასაშვებია მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთ­ხოვნების გათვალისწინებით.“.

3. მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„დ) შიდა წყალსატევებში დევნისა და ფრთხობის ხერხებით;“.

4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„1. აუცილებელია წყალსატევში ყოველი სტაციონარული თევზ­საჭე­რი იარაღის ჩადება ტივტივანიშნულებით, რომლებიც, როგორც მინიმუმ, უნდა აფიქსირებდნენ ბადე-იარაღის განაპირა წერტილებს. ყოველი ასე­თი ტივტივანიშნული უნდა შედგებოდეს ტივტივასა და მასზე დამაგრე­ბუ­ლი მცირე ზომის ალმისაგან, რომელზედაც გარკვევით უნდა იყოს წა­რ­წერილი ლიცენზიის/ნებართვის სერია და ნომერი. სანაპირო თევზჭე­რის შემთხვევაში ტივტივანიშნული აღჭურვილი უნდა იყოს სინათლის ამ­რეკლავი საშუალებებით, ხოლო ალამზე წარწერილი უნდა იყოს მისი მესაკუთრის პირადი ნომერი.“.

5. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი