დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ,,ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2009 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი დახმარებიდან 10 მილიონი იუანის გამოყენების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 163 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 19/02/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №163
2010 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ,,ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2009 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი დახმარებიდან 10 მილიონი იუანის გამოყენების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ,,ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2009 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი დახმარებიდან 10 მილიონი იუანის გამოყენებასთან დაკავშირებით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აწარმოოს მოლაპარაკებები ჩინეთის მხარესთან ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი დახმარებიდან (20 მილიონი იუანი) 10 მილიონი იუანის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისათვის (შემდგომში – სამსახური) საბაჟო კონტროლის მიზნით რენტგენოსკანირების სისტემების შეძენის, სამსახურის ბალანსზე რიცხული ჩინეთში წარმოებული რენტგენოსკანირების სისტემების ტექნიკური მომსახურებისა და კადრების გადამზადებისათვის.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები