დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სანიტარიულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5255 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 11/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 27/07/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.160.010.05.001.002.989 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სანიტარიულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სანიტარიული კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 91) 441 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 441. სახელმწიფო კონტროლი გარდამავალ პერიოდში
1. ამ კოდექსით გათვალისწინებული სახელმწიფო კონტროლი განხორციელდეს 2009 წლის 31 დეკემბრიდან, გარდა:
ა) აგრარული ბაზრებისა;
ბ) საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებისა;
გ) საცურაო აუზებისა;
დ) სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების სისტემებისა;
ე) სამედიცინო დაწესებულებებისა;
ვ) საზღვრისა – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონტრაგენტ ქვეყანაში გავრცელებულია ინფექციური დაავადებები, ეპიდემიები ან ეპიზოოტიები.
2. საქართველოს მთავრობამ, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოს საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხის გამოქვეყნება სისტემატურად, აღნიშნულ ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 11 ივლისი.
№5255–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები