სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 160
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 19/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
160
19/02/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 19/02/2010
000000000.00.00.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 160

2010 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2010 წლის 16 თებერვლის 16/399 წერილი), თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ფოთში, წმ. გიორგის ქ. 24-ში მდებარე 11300 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების: 1 განაშენიანების ფართობი – 2359 კვ.მ; 2 განაშენიანების ფართობი – 427.4 კვ.მ; 3 განაშენიანების ფართობი – 146.6 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო 04.02.08.452)  გადაცემის შესახებ.

2 ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                                        ნ. გილაური