დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ზოგიერთი მოსამზადებელი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 141 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 09/02/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №141
2010 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ზოგიერთი მოსამზადებელი ღონისძიების შესახებ
„ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ლიკვიდაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოსამზადებელ ღონისძიებათა განხორციელება;
ბ) სააგენტოს სალიკვიდაციო კომისიის შექმნა შესაძლო მოკლე ვადაში.
2. სააგენტოს ლიკვიდაციის პროცესი დასრულდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების გადაცემა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად შექმნილი უფლებამონაცვლისათვის.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები