ზოგიერთი სამინისტროსათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2010 წლის განმავლობაში გასაწევი მომსახურების ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 137
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 09/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).0.000000
  • Word
137
09/02/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 09/02/2010
000000000.00(0).0.000000
ზოგიერთი სამინისტროსათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2010 წლის განმავლობაში გასაწევი მომსახურების ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება №137

2010 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

ზოგიერთი სამინისტროსათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2010 წლის განმავლობაში გასაწევი მომსახურების ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ

„ ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ხანგრძლივად შესანახი დოკუმენტების 2010 წლის, მათ შორის იანვარში, შენახვის მომსახურების შესყიდვის მიზნით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქვემოთ ჩამოთვლილმა სახელმწიფო დაწესებულებებმა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით უზრუნველყონ ხელშეკრულებების გაფორმება შემდეგი ოდენობის თანხებზე:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ – ჯანმრთელობის განყოფილებების, საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანებების, მთავარი ექიმის აპარატების, საავადმყოფოების, პოლიკლინიკების, ამბულატორიების, სანეპიდსადგურების, პროფდეზგანყოფილებების, სამედიცინო სასწავლებლებისა და ტექნიკუმების, სანატორიუმების, ჯანმრთელობის დაცვის რაიონული ცენტრებისა და აფთიაქების ხანგრძლივად შესანახი დოკუმენტების შენახვისათვის „ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან – 89 992 ლარის ოდენობით;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სატყეო დეპარტამენტმა „ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან – 40 762 ლარის ოდენობით;

გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან – 172 712 ლარის ოდენობით.

პრემიერ-მინისტრი                                                                                          ნ. გილაური