დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 11 თებერვლის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016302 |
|
„თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 11 თებერვლის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 11 თებერვლის №21 ბრძანებით (სსმ, 100110000.22.038.016029, 14/02/2013) დამტკიცებული წესისა და პირობების:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულთა გადაყვანა ხორციელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის (შემდგომში – თავმჯდომარე) ბრძანებით.“. 2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მსჯავრდებულთა გადაყვანას და დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 3. დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №4 სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს წ ა რ დ გ ი ნ ე ბ ა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად ჩარიცხვის შესახებ
მსჯ. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დაბ. –––––– წელს –––––––––– განათლებით, ეროვნებით –––––––––––, მოქალაქეობა –––––––––––, ადრე ნასამართლობის ––– მქონე. ამჟამად გასამართლებულია –––––––––––– წელს, ––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––– სასამართლოს მიერ საქ. სსკ-ის ––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მუხლებით, მიესაჯა –––– წლით ––––– თვით თ/აღკვეთა ––––––––––––––– ტიპის თ/ა დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის დასაწყისი: ––––––––––––– წ. სასჯელის დასასრული: –––––––––––– წ. მსჯავრდებული ––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვიხელმძღვანელე რა „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2011 წლის 11 თებერვლის №21 ბრძანების 71 მუხლის მე-2 პუნქტით, ვშუამდგომლობ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე, რათა მსჯავრდებული –––––––––––––––––––––––––––––––– სამეურნეო საქმიანობის შესასრულებლად ჩარიცხულ იქნეს __________________________________________________________ დაწესებულებაში. (დანართი მსჯავრდებულის დახასიათება) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი / / /-------/--------------------/20 წ.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები