საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 181
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 13/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017800
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
181
20/02/2014
ვებგვერდი, 21/02/2014
040030000.10.003.017800
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/02/2014 - 03/02/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №181

2014 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 129-ე მუხლის   მე-2 პუნქტის საფუძველზე და „ნორმატიული აქტების შესახებ“ სა­ქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის  სა­ჯარო სამ­­სა­­ხუ­­რის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) თანდართული დე­ბუ­ლე­­ბა.

2.  ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „საჯარო სამართლის იურიდიუ­ლი პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის N338 დად­გენილება (www.matsne.gov.ge, 17/12/2013, 040030000.10.003.017505).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი




საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაჯარო სამსახურის ბიუროს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამსახურის ბიურო (შემდეგში – ბიურო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამისი საქმია­ნობის კოორდინაციის ხელშეწყობის, ამ სფეროში კანონმდებლობით დად­გე­ნილი ძირითადი მიმართულებების განხორციელების, საჯარო სამ­სახურის საბჭოსა და მისი წევრების საქმიანობის ორგანიზაციული, ტექ­ნი­კუ­რი, საინფორმაციო და საექსპერტო უზრუნველყოფის, თანამ­დებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღების, შესა­ბამისი თანა­მდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის საჯაროობისა და დეკლარაციის დროულად ჩაბარებაზე კონტროლის უზრუნველყოფის, აგრეთვე, საქარ­თველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორ­ციელების მიზნით.

2. ბიურო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონ­სტიტუციით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „საჯა­რო სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებ­ლო­ბისა და კორუფციის შესახებ“ და საქართველოს სხვა კანონებით, საქართვე­ლოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სხვა სამართლებ­რივი აქტებითა და ამ დებულებით.

3. საჯარო სამსახურის ბიუროს დებულებას, სტრუქტურასა და საშტა­ტო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორ­ციელებლად, ბიურო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალე­ობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მხარედ.

5. ბიუროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმ­დინარე საბანკო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), ბეჭედი, ბლანკი და იური­დიული პირის სხვა ატრიბუტები.

6. ბიუროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7.

 

მუხლი 2. ბიუროს ძირითადი ამოცანები

ბიუროს ძირითადი ამოცანებია:

ა) საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუ­შავება და შესაბამისი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა;

ბ) საჯარო სამსახურის სფეროში არსებული მდგომარეობისა და შესაბა­მისი ნორმატიული აქტების შესრულების შესწავლა და ანალიზი, აღნიშ­ნულის თაობაზე საქართველოს მთავრობისათვის მოხსენების, ხოლო საჯა­რო სამსახურის საბჭოსათვის – შესაბამისი დასკვნებისა და წინადადე­ბების წარდგენა;

გ) საჯარო სამსახურის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება და საჯარო სამსა­ხუ­რის საბჭოსათვის განსახილველად წარდგენა;

დ) სახელმწიფო ორგანოთა (დაწესებულებათა) საკადრო სამსახუ­რე­ბის მუშაობის კოორდინაცია;

ე) საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის პროცე­სების, საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კოორდინაცია და მეთოდური დახმარების გა­წევა;

ვ) საჯარო სამსახურის საბჭოსა და მისი წევრების საქმიანობის ორგა­ნიზაციული, ტექნიკური, საინფორმაციო და საექსპერტო უზრუნველ­ყო­ფა;

ზ) საჯარო სამსახურის მართვის სრულყოფის მიზნით, საჯარო სამსა­ხურის სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და განზო­გადება და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

თ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექ­ნიკურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციის შედგენის უზრუნ­ველყ­ოფა;

ი) თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგო­მარე­ობის დეკლარაციის ფორმის დაუბრკოლებლად მიღების უზრუნ­ვე­ლყოფა;

კ) თანამდებობის პირის მიერ შევსებული თანამდებობის პირის ქონებ­რივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღება, აღრიცხვა და შენახვა;

ლ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შინა­არსის საჯაროობის უზრუნველყოფა;

მ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მოცემული ჩამონათვალის საფუ­ძ­ველზე, იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის შედგე­ნა და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა, რომე­ლთა­თვისაც დეკლარაციის შევსება სავალდებულოა;

ნ) დეკლარირების პროცესის სრულყოფის მიზნით, შესაბამისი წინა­და­დებების შემუშავება;

ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორ­ცი­­ელება.

 

მუხლი 3. ბიუროს ფუნქციები

1. ბიურო, ამ დებულების მე‑2 მუხლით გათვალისწინებული ამოცა­ნების შესრულების მიზნით, ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:

ა) შეისწავლის საჯარო სამსახურის სისტემის ფუნქციონირების ეფექ­ტიანობას და ამზადებს შესაბამის დასკვნებს;

ბ) განსაზღვრავს საჯარო სამსახურის სფეროში მოქმედი სტრუქტურე­ბის ტრანსფორმაციის აუცილებლობასა და შესაძლებლობას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს ახალი სტრუქტურების შექმნის ან არსებულის გარდასა­ქმ­ნე­ლად;

გ) შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო ორგანოთა სტრუქტურის ჩამოყალიბების ძირითადი პრინციპების, ამ სტრუქტურებში შესაბამისი თანამ­დებობების ადგილისა და როლის შესახებ;

დ) ახორციელებს საჯარო სამსახურის დაწესებულებათა სისტემაში არსე­ბული საორგანიზაციო სტრუქტურების ანალიზს და, საჭიროების შემ­თხ­ვე­ვაში, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს მათი სრულყოფის მიზ­ნით;

ე) ორგანიზებას უწევს საჯარო სამსახურის საბჭოს საქმიანობას, უზ­რუნ­ველყოფს საჯარო სამსახურის საბჭოს წევრებისათვის შესაბამისი ინ­ფორ­მაციის მიწოდებას;  

ვ) შეიმუშავებს საჯარო სამსახურის სფეროში სამოქმედო სტანდარ­ტების, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტებისა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტებს;

ზ) შეისწავლის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, ატეს­ტა­ცი­ის, დაწინაურების, სამსახურიდან გათავისუფლების არსებულ პრაქტიკას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

თ) შეისწავლის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის არსებულ დონეს, უზრუნველყოფს შესაბამის ღონისძიე­ბათა განხორციელებას საჯარო მოსამსახურეთა პროფესიონალიზმისა და კვა­ლიფიკაციის ამაღლების მიზნით;

ი) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების შე­სა­ხებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას და ადმინისტრირებას;

კ) შეიმუშავებს საჯარო მოხელეების ანაზღაურების სისტემის რეფორ­მის სტრატეგიას;

ლ) აანალიზებს მიღებულ ინფორმაციას საჯარო მოსამსახურეების უფ­ლებებისა და გარანტიების დაცვის, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმ­გებ­ლობის თაობაზე და ამზადებს შესაბამის დასკვნებს;

მ) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის სფეროში სტატისტიკური მო­ნა­ცემების შეგროვებას, აანალიზებს მათ და ქმნის საჯარო სამსახურის ერ­თიან სახელმწიფოებრივ საინფორმაციო სისტემას;

ნ) შეიმუშავებს საჯარო მოსამსახურეების ეთიკისა და დისციპლინური ნორ­მების პროექტებს;

ო) შეიმუშავებს წინადადებებს საჯარო სამსახურის მართვის ახალი მეთოდებისა და ტექნიკის დანერგვის შესახებ;

პ) აანალიზებს საჯარო სამსახურის სფეროში მოქმედი ნორმატიული  აქტე­ბის შესრულებას და საქართველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის მოხ­სენებას;

ჟ) მონაწილეობს საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში, კონკრე­ტულ ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში;

რ) ადგენს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკ­ლარ­აციის ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციას და უზ­რუნ­ველყოფს თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის სწორად შევსე­ბას;

ს) უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის ფორმის დაუ­ბრკოლებლად მიღებას;

ტ) უზრუნველყოფს შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგო­მარეობის დეკლარაციის მიღებას, აღრიცხვას და შენახვას;

უ) უზრუნველყოფს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკ­ლარაციის საჯაროობას;

ფ) უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომა­რეობის დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის დაუბრკო­ლე­ბელ ხელმისაწვდომობას;

ქ) ახორციელებს კონტროლს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგო­­მარეობის დეკლარაციის კანონით გათვალისწინებულ ვადებში წარ­დგენაზე;

ღ) უზრუნველყოფს იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეეს­ტრის შედგენას და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარ­დ­გენას, რომელთათვისაც დეკლარაციის შევსება სავალდებულოა, აგრეთ­ვე, რეესტრში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების მომზადებას და საქარ­თველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენას;

ყ) იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებულ სა­მართალდარღვევებზე;

შ) ახორციელებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკ­ლა­რაციის მონაცემთა ანალიზს;

ჩ) დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად და თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონაცემების დაზუს­ტე­ბის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო ორგა­ნო­ებიდან და თანამდებობის პირისაგან გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას;

ც) შეისწავლის და განაზოგადებს საჯარო სამსახურის სფეროში სხვა სახე­ლმწიფოთა გამოცდილებას, ამყარებს კავშირს საერთაშორისო, მათ შო­რის, დონორ ორგანიზაციებთან და თანამშრომლობს მათთან;

ძ) ატარებს კონფერენციებს, სემინარებს, სამეცნიერო შეკრებებს, ბრი­ფინგებსა და პრესკონფერენციებს საჯარო სამსახურის სფეროში აქტუა­ლუ­რი საკითხების განსახილველად;

წ) საჯარო სამსახურის საბჭოსა და ბიუროს საქმიანობის გამჭვი­რვა­ლობისა და საჯარო სამსახურის სფეროში მიმდინარე პროცესებში საზო­გა­დოების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, ურთიერთობას ამყა­რებს არასამთავრობო სექტორთან და მასმედიასთან;

ჭ) განიხილავს ბიუროში შემოსულ ფიზიკური და იურიდიული პირე­ბის წერილობით განცხადებებსა და მომართვებს საქართველოს კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით;

ხ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აწვდის ინფორმაციას ბიუ­როს საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ჯ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქცი­ებს.

2. ბიუროს უფლება აქვს, დაკისრებული ამოცანების ეფექტიანად გან­ხორ­ციელებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს შესაბამისი დარ­გის ექსპერტები და სპეციალისტები.

3. ბიურო პასუხს არ აგებს მიღებული თანამდებობის პირთა ქონებ­რივი მდგომარეობის დეკლარაციების მონაცემთა სისრულესა და ნამდვი­ლო­ბაზე.

 

მუხლი 4. ბიუროს ხელმძღვანელობა

1. ბიუროს უფროსს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრე­მიერ-მინისტრი.

2. ბიუროს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს ბიუროს საქმიანობას და წარმოადგენს ბიუროს მესა­მე პირებთან ურთიერთობაში;

ბ) შეიმუშავებს ბიუროს წლიურ სამუშაო გეგმას და წარადგენს საჯარო სამ­სახურის საბჭოზე დასამტკიცებლად;

გ) ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს საქართველოს მთავრობასა და საჯარო სამსახურის საბჭოს ბიუროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ფინანსურ ანგარიშს;

დ) შეიმუშავებს ბიუროს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავ­რო­ბას;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს ბიუროს ბიუჯე­ტის პროექტს და დანიშნულებისამებრ წარადგენს დასამტკიცებლად;

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშ­ტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებს, დებს შრომით ხელ­შეკ­რულებებს, ანაწილებს ფუნქციებს ბიუროს თანამშრომლებს შორის;

ზ) ამტკიცებს ბიუროს შინაგანაწესს;

თ) თვალყურს ადევნებს ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს თანამ­შრო­მ­ელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ი) საჭიროების შემთხვევაში, ახდენს თავისი უფლებამოსილების დე­ლეგ­ირებას ბიუროს თანამშრომელზე;

კ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინის­ტრაციულ­სამართლებრივ აქტებს;

ლ) შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით ნიშ­ნავს საკონკურსო­საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს (გარდა ადგი­ლო­ბ­­რივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო­საატესტაციო კო­მი­სიის თავმჯდომარისა);

მ) იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე;

ნ) პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან თანამდე­ბო­ბიდან გათავისუფლების შესახებ წერილობითი ინფორმაციის ბიურო­სათ­ვის წარუდგენლობის შემთხვევის შესახებ აცნობებს შესაბამისი საჯარო და­წესებულების ხელმძღვანელს;

ო) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფ­ლე­ბა­მოსილებებს.

3. ბიუროს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშ­ნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუროს უფროსი.

4. ბიუროს უფროსის მოადგილის ფუნქციებს განსაზღვრავს ბიუროს უფ­როსი.

5. ბიუროს უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ბიუროს უფ­როსის მოადგილე.

 

მუხლი 5. ბიუროს სტრუქტურა

ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ბ) საჯარო სამსახურის რეფორმისა და განვითარების დეპარტამენტი;

გ) დეკლარაციებზე მუშაობის დეპარტამენტი.

 

მუხლი 6. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ფუნ­ქციები

1. ადმინისტრაციული დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:

ა) ახორციელებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიმდინარე საქმიანობის სამა­რთლებრივ უზრუნველყოფას;

ბ) ახორციელებს საჯარო მოსამსახურეთა კანონით განსაზღვრული უფ­ლ­ებებისა და გარანტიების დაცვის მონიტორინგს;

გ) უზრუნველყოფს ბიუროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგებას, შემო­სუ­ლი და გასული დოკუმენტების რეგისტრაციას და კორესპონდენციის ად­რესატისათვის გადაცემას;

დ) ახორციელებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიმდინარე საქ­მია­ნობის ორგანიზაციულ და მატერიალურ­ტექნიკურ უზრუნ­ველ­ყოფას;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნვე­ლ­ყოფს საფინანსო­ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა­ანგარიშგებას და სა­ბუღა­ლტრო ბალანსის წარმოებას;

ვ) აკონტროლებს საჯარო სამსახურის ბიუროს მატერია­ლურ­ტექ­ნი­კურ ფასეულობათა მდგომარეობას;

ზ) უზრუნველყოფს კონფერენციების, სემინარების, პრესკონფერე­ნ­ციე­ბის, ბრიფინგებისა და სამეცნიერო შეკრებების გამართვას საჯარო სამ­სახუ­რის სფეროში აქტუალური საკითხების განსახილველად;

თ) უზრუნველყოფს არსებულ ვაკანსიაზე პროფესიული და პერსო­ნალური მონაცემებით ყველაზე უფრო შესაფერის კანდიდატთა მოძიების კომ­პიუტერული სისტემის შექმნას;

ი) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების შე­სა­ხებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნასა და ადმინისტრირებას;

კ) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის სფეროში თანამედროვე საინფორ­მაციო­საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ელექტრონული მმარ­თვე­ლო­ბა) სწავლებას;

ლ) კოორდინაციას უწევს სახელმწიფო ორგანოთა (დაწესებულებათა) საკა­დრო სამსახურების საქმიანობას;

მ) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის სფეროში არსებულ ვაკანტურ თანამ­დებობაზე საკონკურსო პირობებით თანამშრომელთა შერჩევისა და ატეს­ტაციის სტანდარტული პროცედურების დამუშავებას;

ნ) უზრუნველყოფს საკონკურსო­საატესტაციო კომისიების მოდელუ­რი რეგლამენტის შემუშავებას;

ო) აანალიზებს ინფორმაციას საჯარო მოსამსახურეების უფლებებისა და გარანტიების დაცვის, დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე და ამზა­დებს შესაბამის დასკვნებს;

პ) საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი დასკვნის წარსადგენად აანა­ლიზებს საჯარო სამსახურის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებას;

ჟ) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის სფეროში სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, აანალიზებს მათ და ქმნის საჯარო სამსახურის ერ­თიან სახელმწიფოებრივ საინფორმაციო სისტემას;

რ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქცი­ებს.

2. საჯარო სამსახურის რეფორმისა და განვითარების დეპარტამენტი ახორ­ციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:

ა) შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო ორგანოთა სტრუქ­ტუ­რების ჩამოყალიბების ძირითადი პრინციპების, ამ სტრუქტურებში შესაბა­მი­სი თანამდებობების ადგილისა და როლის შესახებ;

ბ) შეისწავლის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, ატეს­ტაცი­ის, დაწინაურების, სამსახურიდან გათავისუფლების არსებულ პრაქტი­კას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

გ) შეიმუშავებს საჯარო სამსახურის სფეროში სამოქმედო სტან­დარტების, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური და ნორმატიული დოკუმენ­ტე­­ბისა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტებს;

დ) შეიმუშავებს საჯარო მოსამსახურეების ეთიკისა და დისციპლი­ნუ­რი ნორმების პროექტებს;

ე) მონიტორინგს უწევს საჯარო სამსახურის სფეროში მოქმედი ნორ­მატიული აქტების შესრულებას და ამზადებს საჯარო სამსახურის საბჭოსა­თ­ვის შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს;

ვ) საჯარო სამსახურის საბჭოსა და ბიუროს საქმიანობის გამჭვი­რვალობის და საჯარო სამსახურის სფეროში მიმდინარე პროცესებში საზო­გა­დოების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, ურთიერთობას ამყა­რებს არასამთავრობო სექტორთან და მასმედიასთან;

ზ) ორგანიზებას უწევს საჯარო სამსახურის საბჭოს საქმიანობას, უზ­რუნ­ველყოფს საბჭოს წევრებს შესაბამისი ინფორმაციით;

თ) შეიმუშავებს საჯარო მოხელეთა საქმიანობის შეფასების კრიტე­რიუმებსა და მეთოდებს;

ი) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის სისტემაში საკადრო პოლი­ტიკის ერთიანი პრინციპების გატარებას და მონიტორინგს;

კ) საჯარო სამსახურის მართვის სრულყოფის მიზნით, უზრუნ­ველ­ყოფს საჯარო სამსახურის სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავ­ლა-განზოგადებას და თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაცი­ებ­თან;

ლ) შეისწავლის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის არსებულ დონეს, უზრუნველყოფს შესაბამის ღონის­ძიე­ბათა განხორციელებას მათი პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღ­ლების მიზნით;

მ) მონაწილეობს საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძო­ლის სახელმწიფო პროგრამების ფორმირებასა და განხორციელებაში, კონკ­რეტულ ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში;

ნ) კოორდინაციას უწევს საჯარო სამსახურის სფეროში პროექტებისა და პრო­გრამების დაგეგმვასა და განხორციელებას;

ო) ადგენს საჯარო სამსახურის სფეროში მოქმედი სტრუქტურების ტრანს­ფორმაციის აუცილებლობასა და შესაძლებლობას, შეიმუშავებს რეკო­მე­ნ­დაციებს ახალი სტრუქტურების შექმნის ან არსებულის გარდასაქ­მნე­ლად;

პ) ახორციელებს საჯარო სამსახურის დაწესებულებათა სისტემაში არსე­ბული საორგანიზაციო სტრუქტურების ანალიზს და, საჭიროების შემთ­ხვე­ვაში, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს მათი სრულყოფის მიზ­ნით;

ჟ) შეიმუშავებს წინადადებებს საჯარო სამსახურის მართვის ახალი მეთ­ოდებისა და ტექნიკის დანერგვის შესახებ;

რ) ახორციელებს გარე ფაქტორების შეფასებას საჯარო სამსახურის სფე­­როს სტრუქტურების საქმიანობის დაგეგმვისა და ორგანიზაციული   ცვლი­ლებების განხორციელებისათვის;

ს) ახორციელებს საჯარო სამსახურის დაწესებულებათა საქმიანობის მე­თ­ოდების ეფექტიანობის შესწავლას და ანალიზს;

ტ) ახორციელებს საჯარო სამსახურის დაწესებულებების მართვის მეთოდების, ორგანიზაციული და სტრუქტურული ხასიათის ცვლილებების გატა­რების პროცესის მონიტორინგს;

უ) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის სისტემის სტრუქტურებში სხვადასხვა მმართველობითი დონის ხელმძღვანელებისათვის მართვის თა­ნამ­ედროვე მეთოდების მიზნობრივ სწავლებას;

ფ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

3. დეკლარაციებზე მუშაობის დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:

ა) ადგენს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლა­რაციის ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციას და უზრუნ­ველ­ყოფს თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის სწორად შევსებას;

ბ) უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის ფორმის დაუბ­რკოლებლად მიღებას;

გ) უზრუნველყოფს შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგო­­მარეობის დეკლარაციის მიღებას, აღრიცხვას და შენახვას;

დ) უზრუნველყოფს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკ­ლარაციის საჯაროობას;

ე) უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომა­რეობის დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის დაუბრკო­ლებელ ხელმისაწვდომობას;

ვ) ახორციელებს კონტროლს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის კანონით გათვალისწინებულ ვადებში წარდ­გე­ნაზე;

ზ) უზრუნველყოფს იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის შედგენას და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარ­დ­გენას, რომელთათვისაც დეკლარაციის შევსება სავალდებულოა, აგრე­თვეб რეესტრში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების მომზადებას და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენას;

თ) ახორციელებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკ­ლარაციის მონაცემთა ანალიზს;

ი) დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად და თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონაცემების დაზუს­ტების მიზნით, სახელმწიფო ორგანოებიდან და თანამდებობის პირისაგან გამო­ი­თ­ხოვს შესაბამის ინფორმაციას;

კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

4. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვე­და­ნაყოფის თანამშრომლებს შორის;

ბ) აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვე­და­ნაყოფის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შეს­რუ­ლებას;

გ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ განხორ­ციელე­ბულ უფლებამოსილებათა კონტროლს;

დ) ბიუროს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედა­ნაყოფის მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან დის­ცი­პლინური პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების შესახებ.

5. ბიუროს უფროსი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინის­ტრა­ციულ სამართლებრივი აქტით გაანაწილოს მოვალეობები (სამუშაოს აღწე­რით) ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს შორის.

 

მუხლი 7. ბიუროს დაფინანსება

1. ბიუროს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობ­რივი სახსრები;

ბ) შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღ­ე­ბუ­ლი შემოსავლები;

დ) გრანტები;                                                      

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლე­ბი.

2. დასახული მიზნების შესასრულებლად ბიურო უფლებამოსილია, განა­ხორციელოს ეკონომიკური საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლი­ა­ნად ხმარდება ბიუროს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი გამოყენება რაიმე სხვა მიზნით დაუშვებელია.

 

მუხლი 8. სახელმწიფო კონტროლი

ბიუროს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, „საჯარო სამართლის იური­დიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირვე­ლი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახორ­ცი­ელებს მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

 

მუხლი 9. ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართვე­ლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 10. ბიუროს დებულებაში ცვლილების შეტანა

ბიუროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორ­ციე­ლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.