დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 536 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 30/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №536
2010 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №247 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, არსებობის ვადით, გადასცეს ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული 58251 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.72.14.006.539).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები