დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 88 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/05/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 61, 19/05/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.222 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №88
2005 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წ., №54, მუხ. 462) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-3 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სფეროში ჩადენილ დანაშაულთა გამოვლენა-აღკვეთა, თავიდან აცილება, წინასწარი გამოძიება; საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესწავლა, ანალიზი და შეფასება; ამ სფეროში დანაშაულებისა და სხვა სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზება და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამის წინადადებებათა მომზადება;“.
2. დებულების მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია (შემდგომში – პოლიცია) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით შემავალი სპეციალური სამართალდაცვის ორგანო, რომელიც არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეთა წინასწარ გამოძიებასა და კანონმდებლობით დადგენილ სხვა ფუნქციებს.
2. ფინანსური პოლიცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის გამოვლენას, თავიდან აცილებას, წინასწარ გამოძიებას საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და გამოვლენას; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის საქმიანობის უსაფრთხოებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში ამ ორგანოთა თანამშრომლების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფას; საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში სამოხელეო დანაშაულის და კორუფციულ გარიგებათა პრევენციას, აღკვეთასა და გამოვლენას; კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის მოპოვებას, გადამუშავებასა და მის ანალიზს“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები