საქართველოს რაგბის კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
საქართველოს რაგბის კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 535
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 30/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
535
30/04/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 30/04/2010
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რაგბის კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №535

2010 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს რაგბის კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №247 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რომ საქართველოს რაგბის კავშირს უსასყიდლო აღნაგობის ფორმით, არსებობის ვადით, მაგრამ არაუმეტეს 59 წლისა, გადასცეს ქ. თბილისში, დიდ დიღომში, ი. პეტრიწის ქუჩა №8ბ-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 14 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.10.06.008.028).

2. უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემა განხორციელდეს შემდეგი პირობით: ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ამ განკარგულებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე სათამაშო და სავარჯიშო მოედნების მოწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით (ტრიბუნა, გასახდელები, საშხაპეები, სამედიცინო მომსახურების ცენტრი) და პროფილის მუდმივად შენარჩუნება.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს რაგბის კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემასთან დაკავშირებით უსასყიდლო აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

პრემიერ-მინისტრი                   ნ. გილაური