სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 500
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 24/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
500
24/04/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 24/04/2010
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №500

2010 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2010 წლის 21 აპრილის №16/1399 წერილი), ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონების გადაცემის შესახებ:

ა) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში მდებარე 2050 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა 01/02, ფართობით – 214.70 კვ.მ (სარეგისტრაციო №360233001);

ბ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში მდებარე 2198 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა 01/02, ფართობით – 730.30 კვ.მ (სარეგისტრაციო №360341006).

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                   ნ. გილაური