დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW), საქართველოს (რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი, „სესხის მიმღები“) და შპს „ენერგოტრანსს“ შორის შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტთან დაკავშირებული სასესხო და დაფინანსების ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 439 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 10/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №439
2010 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW), საქართველოს (რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი, „ სესხის მიმღები“ ) და შპს „ ენერგოტრანსს“ შორის შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტთან დაკავშირებული სასესხო და დაფინანსების ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW), საქართველოს (რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი, „ სესხის მიმღები“ ) და შპს „ ენერგოტრანსს“ შორის შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტთან დაკავშირებული სასესხო და დაფინანსების ხელშეკრულების დადების თაობაზე.
2. „ სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს თანხმობა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW), საქართველოს (რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი, „ სესხის მიმღები“ ) და შპს „ ენერგოტრანსს“ შორის შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტთან დაკავშირებული სასესხო და დაფინანსების ხელშეკრულების (სულ 100 მილიონი ევრო, აქედან სესხის ოდენობა შეადგენს 75 მილიონ ევროს, ხოლო გრანტის ოდენობა – 25 მილიონ ევროს) დადების თაობაზე.
3. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, რომ „ გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, როგორც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW), საქართველოს (რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი, „ სესხის მიმღები“ ) და შპს „ ენერგოტრანსს“ შორის შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტთან დაკავშირებული სასესხო და დაფინანსების ხელშეკრულებით განსაზღვრული გრანტის მიმღებ ორგანოდ.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები