დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 176 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270220000.10.003.017795 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/03/2013, 270220000.10. 003.017209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს: 1. შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი (დანართი №1). 2. უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი (დანართი №2).“. 2. დადგენილებით დამტკიცებული წესის: ა) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ წესის შესაბამისად დახმარება შეიძლება ასევე დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სამოქალაქო ავიაციის სისტემაში მუშაობისას დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ან შრომითი მოვალეობის შესრულებისას დამსაქმებლის ბრალეულობით მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი და კანონით დადგენილი წესით დანიშნული სარჩოს მიღება შეუწყდა 2007 წლის 17 აგვისტოდან და 1 სექტემბრიდან (საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის მომენტიდან) „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით, მათ შორის, სასამართლოს მიერ ამავე დადგენილებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე.“; ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) თუ ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრულ პირთათვის სასამართლო გადაწყვეტილებით ვერ დგინდება ყოველთვიური გასაცემლის ოდენობა, დახმარების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო მასალებში დაცული დოკუმენტაციით/ცნობით ყოველთვიური გასაცემლის შესახებ.“; გ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) ამ წესის მე-5 მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული მაძიებლისათვის დამატებით წარმოსადგენია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება(ები) (ორიგინალი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლები) სარჩოს დანიშვნის ან/და სარჩოს გადახდის შეწყვეტის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-5 მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული პირისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით ვერ დგინდება დანიშნული სარჩოს ოდენობა, დამატებით წარმოსადგენია საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო მასალებში დაცული (სათანადო წესით დამოწმებული) დოკუმენტაცია/ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება ყოველთვიური გასაცემლის ოდენობა.“.
|
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის მე‑2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთათვის დახმარება დაინიშნება ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ, კანონმდებლობის დაცვით წარდგენილი განცხადების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, დახმარების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები