დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის №291 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 436 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 10/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №436
2010 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
„ ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის № 291 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის № 291 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით, თანდართული გეგმის პირველი და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მათთან გათანაბრებული პირებისათვის საიუბილეო მედლებისა და პოლიგრაფიული პროდუქციის დასამზადებლად საჭირო საქონლის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, „ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.“ ;
ბ) განკარგულებით დამტკიცებულ გეგმას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:
|
„13. | პოლიგრაფიული პროდუქციის დამზადება: კონვერტი _ 24 000 ცალი. მისალოცი ბარათი _ 24 000 ცალი. |
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“. |
|
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები