საქართველოში ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
საქართველოში ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 262
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016588
  • Word
262
13/02/2014
ვებგვერდი, 24/02/2014
000000000.00.003.016588
საქართველოში ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №262

2014 წლის 13 თებერვალი

 ქ. თბილისი

საქართველოში ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

     1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმი­ანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ფეხბურთის განვი­თა­რებისა და აღორძინების მიზნით, შეიქმნას საქარ­თვე­ლოში ფეხბურთის გან­ვითა­რების ხელშემ­წყობი სამთავ­რობო კომისია (შემ­დგომში – კომისია) შემდეგი შემად­გენ­ლობით:

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს პრემიერ‑მინისტრი, კომისიის თავმ­ჯდომარე;

კახა კალაძე – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი;

გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვი­თარების მინისტრი;

ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

ლევან ყიფიანი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;

აკაკი ლოდია – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;

დომენტი სიჭინავა – ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი;

რევაზ არველაძე – ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენე­რალური მდივანი;

ალექსანდრე ჩივაძე – ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი, საქართველოს 21‑წლამდელთა ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი;

მურთაზ ხურცილავა – ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი;

რომან ფიფია – შპს „საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისის“ (ს/ნ 204423454) პრეზიდენტი;

ტარიელ ხეჩიკაშვილი – შპს „საფეხბურთო კლუბი საბურთალოს“ (ს/ნ 211389665) პრეზიდენტი;

ილია კოკაია – შპს „საფეხბურთო კლუბი ზესტაფონის“ (ს/ნ 230091664) 100% წილის მფლობელი.

2. კომისიის მუშაობაში, კომისიის თავმ­ჯდო­მარის გადაწყვეტილებით, შეიძ­ლება მოწვეულ იქნენ სხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარ­­­მო­­მად­გენ­ლე­ბი.

3. კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) ფეხბურთის განვითარების 5‑წლიანი გეგმის შემუშავება;

ბ) კერძო ინვესტორების მოზიდვის ხელშეწყობა საფეხბურთო კლუ­ბე­ბის დაფინანსების გაზ­რ­დის მიზნით;

გ) სახელმწიფო ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის ღონი­სძიე­ბე­ბის დაგეგმვა;

დ) პერსპექტიული ფეხბურთელების გადამზადების გეგმის შემუ­შავე­ბა;

ე) პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელების გადამზადების ღო­ნის­­­ძი­ე­ბების დაგეგმვა;

ვ) მასობრივი ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ღონისძიებების დაგეგმვა ფეხბურთის მოყ­ვა­რუ­ლთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის;

თ) უეფას სუპერ თასი 2015‑ის მოსამზადებელი სამუშაოების კოორდი­ნა­­ცია;

ი) 2017 წელს საქართველოში გასამართი უეფას 19‑წლამდელთა ევრო­პის ჩემ­პიონატის ფინალური ეტაპის გამართვის ხელშეწყობა და კოორ­დი­ნაცია;

კ) სტადიონებისა და სავარჯიშო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ხე­ლ­­შე­წყობა.

 4. კომისიის საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველ­ყო­­ფა განა­ხორ­ცი­ე­ლოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამი­ნის­ტ­რომ.

 

პრემიერ‑მინისტრი     ირაკლი ღარიბაშვილი